კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:29
Advertisement

 

 

 

აი, სამოთხე თვალით ხილული -

დამწიფებული მზეში თაველი

და გოლიათი ერთი მტკაველი

კავკასიონად გადაჭიმული...


კახეთი, ჩემი ოცნების მხარე!..

შეღამებამდე ვენახის კრეფა,

შეღამებისას ნამგალა მთვარე

და ორღობეში ძაღლების ყეფა.


მერე - ღამეთა გრძელი ზღაპარი

და გახვეული ნისლში ჭალები.

სუფრა, მასპინძლის ეშხით გამთბარი,

გასათხოვარის შავი თვალები...


მოძმესთან მუდამ ტკბილი დამხვედრი,

მტერთან - მარადის დაუნდობელი,

კახეთი, ჩემი დიდი კახეთი,

ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი.


ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen