კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:44
Advertisement

 

 

 

შარშან მთელი ზაფხული მშვილდ-ისრით და კაპარჭით

ზღაპარში გავატარე, სულ ზღაპარში, ზღაპარში.

დავძმობილდი დევებთან და ჭინკებთან... ჭინკებთან...

თქვენი ჭირი წაიღო ჩატანილმა წიგნებმა.

სამ თვეს ვამირანობდი და მგონია, გადავრჩი.

დალის თმებში მეძინა ტყის კარავში... კარავში...

სულ ოინი, ოინი, სულ ღლაბუცი, ღლაბუცი,

სულ სიცილი, სიცილი, სულ: დაუსხი! დაუსხი!

თუ ავიშვი, ავიშვი... თუ ავვარდი, ავვარდი -

ვერ დამათრობს ცხრა ბიჭი, ცხრა ხელადა, ცხრა კვარტი,

როცა ჭინკაც ხითხითით ჭინჭილაზე დაყუნცდა,

- შენ დაუკა, დაუკა! - დამაჭიდეს ბახუსთან.

მგონი, თავი მომეჭრა, - ბევრი შევსვი კახური,

ჩემს ჩურჩუტა სიბერეს, სიზმრად რომ მყავს ნახული,

ერთი ოციოდე წლით ამოვკარი პანღური...

ამ წარმართულ ღრეობას, ამ „დაუკა, დაუკას“

ვიცი, ერთდროს ქალაქში მიხსენებენ აუგად...

დატრიალდა ზაფხული და გაფრინდა, გაფრინდა...

ახლა წიგნებს ვუზივარ გრძელი ზამთრის ნაპირთან.

და ცოლ-შვილის საყვედურს თუ როგორმე გადავრჩი,

ისევ წავალ ზღაპარში... იმ ზღაპარში... ზღაპარში...


ლექსები კახეთზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen