კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:43
Advertisement

 

 

 

განსაკუთრებით მიყვარს თელავი,

პატარა კახის დიდი მამული,

ზვარი და ზვავი მაქვს უთვალავი,

ვაზი, რომელსაც ვუვლი, მოვუვლი!...

კახეთი მელის გულისფანცქალით,

მეპატიჟება რთველში, მარანში...

ჯამი კახურად თუ  არ დავცალე

"ქართლის ცხოვრებას ვეღარ გადავშლი.

ყმაწვილკაცობამ მასთან მატარა,

მელის თელავი, მწყალობს გამჩენი...

ვერ მოვისვენებ ჩემს ორ პატარას

მისი ჩუქურთმა თუ არ ვაჩვენე.

წუხელი  ტკბილი სიზმარი ვნახე,

ღვინოს სწურავდა ჩემთვის კახეთი,

ჩემი თელავი - პატარა კახის

მამული - სულის გადასახედი.

მიხმობს თელავი და მისი ზეცა

ჩემს გულში ოქროს ზოდებს ალაგებს,

მიხმობს თელავი - პატარა კახის

დიდი დედა და დედაქალაქი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen