კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:16

 

 

 

ჩვენი ხარების ღონიერ ქედებს,

ჩვენი გლეხკაცის გამძლე მარჯვენას,

ედემს, ალაზნის ბარაქა ედემს,

კიდევ სიცოცხლე და გამარჯვება!


კედევ გახედა მარცხენა თვალით

ძველმა ვეფხვმა და მონადირემა:

- რუსუდან ჩემი ირემი ქალი,

ქეთევან ქალი - თვალებიანმა.


რა იყო მაინც ეს შარშანდელი

მზე, ყვავილები, წვიმა მრავალი…

ამდენი ვარდი, თოვლიც ამდენი,

რა მოსავალი, რა მოსავალი!


შირაქმა ბამბა გადაიყარა,

ქიზიყის ველს რომ მარტო გახედო…

ბაკურ ციხეში ვაზმა იხარა;

აგრეც იხარე, ჩემო კახეთო!


იჯდა, მღეროდა მწყემსი იალაღს,

ტრფობით ცეცხლი რომ გულში აღენთო;

შენ ალაზანმაც ბევრი გიმღერა,

აგრეც იმღერე, ჩემო კახეთო!


ეს კიდევ ერთი, ისევ იმგვარად,

იმ სიყვარულის ვარსკვლავს ვფიცავარ…

დილა გათენდა, დარმა იდარა

და თოვლმა თოვლის ფერი იცვალა.


შემეძლო, მზესაც გადავკოცნიდი,

გომბორის კალთა რომ გადაცურა,

რა ღვინო იყო ის დალოცვილი,

რა ღვინისფერი თოვლი მოსულა!

 

ლექსები კახეთზე  • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ