კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:31
Advertisement

 

 

 

ხეს ყვავილობა უხდება,

ალაზანს - ზვირთთა დინება

ველს შვენის აზურმუხტება,

ჯეჯილს კი აბიბინება.

პოხიერ მიწის სახნავად

მინდორში რკინის ხარია...

- "მე ქავთარაძე გახლავარ,

შირაქში გამიხარია.

აქ ჩამიგდია კახური,

პურის ალალი მარცვალი

ცვარია ყანის მსახური,

სეტყვაა დედინაცვალი.

აზღვავდეს, ამოღაღანდეს

თავთუხი არა-გვიანი

კალოზე ოქროდ დახვავდეს

ხორბალი ბარაქიანი.

მტკიცეა, როგორც ფოლადი,

ჩემი აღთქმული პირობა,

შირაქმა მომცა დოვლათი

სამშობლომ - შრომის გმირობა."

ასე ამბობდა ვაჟკაცი,

გულს დარდი არ ამძიმებდა.

წინ გაზაფხული კაშკაშით

მზის სხივებს ამციმციმებდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ   Share
აირჩიეთ   Add to Home Screen