ალბათ ძალიან ბევრ მომხმარებელს დასჭირვებია იუთუბიდან (YouTube) ვიდეო ფაილის Mp3 ფორმატში გადაყვანა. არსებობს პროგრამები, რომელთაც შეუძლიათ ამ მოქმედების შესრულება, არსებობს ონლაინ სერვისებიც.
ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ცნობილი და სწრაფი ონლაინ სერვისები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია იუთუბიდან (YouTube) ვიდეო ფაილის Mp3 ფორმატში სწრაფად და უპრობლემოდ გადაყვანა.
მარტივი, ორიგინალური და კომფორტული ონლაინ სერვისი. საიტის ცენტრში განთავსებულ ველში, YouTube - დან ჩააკოპირებთ სასურველი ვიდეოს ლინკს და დააჭერთ ღილაკს CONVERT TO.დაელოდებით რამოდენიმე წამი, სანამდე ჩასტვირთი ორიგინალური არე არ შეივსება 100% მდე, ხოლო შემდეგ დააჭერთ ამ არეში გამოჩენილ ღილაკს Download.
დააწვებით ამ ღილაკს და MP3 რამოდენიმე წამში გადმოიწერება (გადმოიტვირთება).
სერვისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, საიტის ცენტრალურ ველში განთავსებულ ველში, YouTube - დან ჩააკოპირებთ თქვენთვის სასურველი ვიდეოს ლინკს და დააჭერთ ღილაკს Convert Video. რამოდენიმე წამში ველში გამოვა ორი ღილაკი - Download და Link this mp3.
თუ გადმოწერა გნებავთ, შესაბამისად დააჭერთ ღილაკს Download და გადმოწერთ სასურველ mp3 - ის. ხოლო თუ მხოლოდ mp3 - ის ლინკი გჭირდებათ, დააჭერთ ღილაკს Link this mp3, და გამოტანილ ლინკს საჭიროებისამებრ გამოიყენებთ.
![]() |
მარტივი და ინტუიციურად ადვილად გასაგები ონლაინ სერვისი, საიტის ცენტრში განთავსებულ ველში, YouTube - დან ჩააკოპირებთ სასურველი ვიდეოს ლინკს და დააჭერთ ღილაკს GO.
დაელოდეთ და რამოდენიმე წამში ახალ ველში, გამოჩნდება ღილაკი Download MP3, დააჭერთ ამ ღილაკს და მაშინვე გამოჩნდება წარწერა Click button below to Download MP3, ხოლო მის ქვემოთ კვლავ ღილაკი Download MP3.
დააჭერთ ამ ღილაკს და სასურველი MP3 რამოდენიმე წამში გადმოიწერება.
ინტუიციურად ასევე ადვილად გასაგები და მოსახერხებელი ონლაინ სერვისი. საიტის ცენტრში განთავსებულ ველში, YouTube - დან ჩააკოპირებთ სასურველი ვიდეოს ლინკს და დააჭერთ ღილაკს Download.
დაელოდებით რამოდენიმე წამი, სანამდე არ გამოჩნდება ღილაკი Download MP3, დააწვებით ამ ღილაკს და გამოჩნდება წარწერა Click button below to Download MP3, ხოლო მის ქვემოთ ისევ ღილაკი Download MP3,
დააწვებით ამ ღილაკს და MP3 რამოდენიმე წამში გადმოიწერება (გადმოიტვირთება).
![]() |
ძალიან მარტივი და მოსახერხებელი ონლაინ სერვისი, საიტის ცენტრში განთავსებულ ველში ჩაწერთ ან ჩააკოპირებთ სასურველი ვიდეოს ბმულს (ლინკს) და დააჭერთ ღილაკს Convert to MP3.
დაელოდებით და რამდენიმე წამში გამოჩნდება ღილაკი Download MP3.
დააწვებით ამ ღილაკს და უმოკლეს დროში გადმოწერთ სასურველ MP3 -ის.