კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 14:03

 

 

 

გამოფხიზლებას ანუ

კაცის განფრთხობას

მონატრება ჰქვია.

ძველ მაჩუბში სადილ-სამხრობას

მონატრება ჰქვია.

განწირულებას, არ შეიძლება რისიც შემოვლა,

მონატრება ჰქვია.

ახლა ჩვენს მირზას, მირზა გელოვანს,

მონატრება ჰქვია.

ვინც ვარსკვლავად იქცა, და ვინც შორია,

მონატრება ჰქვია.

რაც წარსულია, რაც გიშრომია,

მონატრება ჰქვია.

განცვიფრებას და მამის განრისხებას,

მონატრება ჰქვია.

როცა ხელიდან განძი გაგისხლტება,

მონატრება ჰქვია.

ვისაც და რასაც სიყვარულით გაატან,

მონატრება ჰქვია.

დიდი მოურავის პატარა პაატას

მონატრება ჰქვია.

მენატრებოდით,თორემ,

თორემ ვინ მაძალებდა

თქვენს შორის ტრიალს;

მთელი დღე ფიქრს და დღის გამწარებას

მონატრება ჰქვია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen