კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 06 აპრილი 2026 01:38

 

 

 

შენ თუ მეძებდი,

არ მახსოვს;

მე რომ გეძებდი

ვიცი;


გენატრებოდი? -

არ მახსოვს,

მენატრებოდი,

ვიცი.


შენ თუ ტიროდი, -

არ მახსოვს,

მე რომ ვტიროდი -

ვიცი.


მართლა გიყვარდი?

არ მახსოვს;

მე რომ მიყვარხარ,

ვიცი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ