კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 13 ივნისი 2026 14:30

 

 

 

სადაც გინდ ვიყო, ძვირფასო, შენსკენ ჰქრის ლექსის პწკარები,

საითაც ქარი ამოვა, მეც იქით მოგეფერები!

ნეტავ აქ ვიყო, გიხილო, ცოტახნით ერთი წამითა,

დილის საარზე გაკოცო და გაგებულო ღამითა.


ნეტავ შენს სულთან უმანკოვ, მამყოფა, დამაზიარა,

მთავრეს მწიკვლი აქვს, წყალს-ზადი, და შენს წმინდა სულს კი არა!

ნათელიანო! მაგ შუბლით, აშუქებ დაბებს, ქალაქებს

და ცა გოროზად რომ გხედავს, ღრუბელს ღრუბელზე ალაგებს.


კარმენის ვარდი გესროლე, შეგატყე, ბავშვო, გიამა, -

შენ მიპასუხე: "მაგ გრძნობამ ოცი წლით დაიგვიანა!"

ნამუსიც ვარდიანი გაქვს, სიტყვა-პასუხი ღმერთული,

ნუ მიწყენ, თუ რამ წამომცდა, უხეში, უკუღმართული.


ბევრს არასა გთხოვ, მეწვიე, ცოტახნით, ერთი წამითა,

დილის საარზე გაკოცო, და გაგებუტო ღამითა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen