კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 18:32

 

 

 

არაგვს ზემოთ, არაგვს ქვემოთ

წელამდეა სათიბები,

კენკეშა და უკადრისა,

ნაზსათუთად ნატიფები...

ხელს ვინ გახლებს, უკადრისავ?

თვალნი აგიტირდებიან...

ეს პეპლები, ეს ფუტკრები

რაღას გადაგკიდებიან?

არაგვს ზემოთ, არაგვს ქვემოთ

ტყეებია, მინდვრებია...

უკვდავების წყაროები

კლდეებს გადმოჰკიდებიან.

ყვავილებიც იმდენია,

ნაზსათუთად ნატიფები...

არაგვს ზემოთ, არაგვს ქვემოთ

წელამდეა სათითები...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen