კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:02

 

 

 

როცა ვიღვიძებ ღამე დაღვრილ გარეჯის ცრემლებს,

ძაღვებში სისხლი მეყინება, სისხლი მიშრება,

- რა დაგიშავეს? - შემოვარდნილ ვერაგ სპარსელებს

ექვსი ათასი საუკუნე შეეკითხება.


გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლი

კვამლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში...

იმ მონასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების, 

მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.


სისხლის თქრიალი მატიანეს ფურცლებს გადარევს,

სისხლის მორევში ქართლის რისხვა ამოინთხევა,

- რა დაგიშავეთ? რას გვერჩოდით? - ირანელ ნადირს

ექვსი ათასი ბერის ლანდი შეეკითხება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen