კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:04

 

 

 

მე ქართლის ბაღში ვიყავი,

ვნახე ატენის ხეობაც

თვალებო, ეს რა მიყავით!

მწვავს სილამაზის ტყვეობა.


მზე აციმციმებს ალუბალს,

ბალი კიაფობს ლხენითა,

ფუტკარს ნესტარიც გაულბა

გულაბი მსხალის წვენითა.


როცა გორის გზას მოჰყვები,

ხეხილებს გვერდს ვერ აუვლი,

შეწითლებული ლოყებით

მოგხიბლავს თურაშაული.


ყურძენთან ერთად ქებულა

ხიდისთაური ატამი,

რა ტკბილად დაშაქრებულა

ჭერამი, გვალვის ამტანი.


კანი ასკდება ბროწეულს,

სიმწიფით ბრწყინავს ქლიავი,

ლეღვს, დიდ ფოთლებში მოქცეულს

ეტრფის სხივი და ნიავი.


წალკოტის კარი შევაღე

მომესმა ხმა სიმართლისა,

ხალხია ქართლის მებაღე,

ხილია ეშხი ქართლისა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen