კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:48
Advertisement

 

 

 

ვერ ამოვქსელე! რარიგ ხლართია…

რარიგ ხლართია მონობის ძაფი!

ვერ ამოვქსელე, დავიღალე და

არღარაისთვის აღარ ვისწრაფი!

დუმილსა ვრჩეობ, კარგს ვერას გეტყვი,

მხიარულ ამბავს ვერ მოგიყვებით,

სევდამ დაახშო სიმხიარულე

და კაეშანმა დაქოლა ქვებით.

კარგს ვერას გეტყვით! კაეშნის ხლართი

ისე მაწუხებს და მიმორჩილებს,

“წყურვილი ტანჯავს მაძიებელ სულს!”

ლამის შევჩივლო პატარა შვილებს.

ვერ ამოვქსელე, ერთობ ხლართია

ოჯახში, დედის მონობის ძაფი!

ვერ გამოვაგე, დავიღალე და

არღარაისთვის აღარ ვისწრაფი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen