კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:41
Advertisement

 

 

 

როგორც ჰამლეტი - წარმოდგენას თვითონ განაგებს

ლურჯი საღამო - შავ ლორნეტით მოხეტიალე.

ის თავის კუკლებს კაფეებში დაბანაკებს

და ბალაგანის დაიწყება ჩქარი ტრიალი.

ჩვენ, პოეტები, რუხ ქუჩებში გავიფანტებით,

ტრამვაებს შორის აჩრდილები კენტად დადიან,

ცქერას დავიტკბობთ აჩრდილების ავი ფანდებით,

თითქო ეს წუთი საოცარი სხვა პარადია.

პატარა ფრთებით მოფრინდება გრიგოლის ალკა

და უიმედოთ გვეკითხება ის მამის ბინას;

ჩვენ კიდევ გვინდა ვემსახუროთ მას კატაფალკად,

მაგრამ მოიწყენს და გაჰყვება ქალაქის სინას.

ჩვენი ძეგლებით მედიდურობს ქუჩა გვიანი:

შუადღის პანი ამართულა ვით ოქროს ბუდა:

გამოკვეთილი ალმასიდან სდგას ტიციანი:

ბრწყინავს პაოლო ბუმბერაზი და ნაღდი მუდამ.

მაგრამ ეს ქუჩა მობრუნდება ვით კარუსელი:

მახინჯი სახლი და წარწერა: ყანწელთა მორგი,

სანახაობას აუტანელს ვეღარ უძელით

და გავექეცით მოჩვენებას ხმა-დანაბორკი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen