კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:41
Advertisement

 

 

 

ციდან ყვითელი ბუმბული ცვივა,

ოქროს ფრინველნი მთაზე სხდებიან.

აზვინულ ღრუბლის ვარდისფერ თივას

მზისაგან ცეცხლი მოჰკიდებია.

სხვაგან სად იწვის ზეცა ამგვარად?

ეგ სასწაული სადმე თუ ხდება?

რაც სიხარული გულში ჩამდგარა,

წყაროს თვალივით ამოდუღდება.

და ეს საღამო, ასე რომ ჰყვავის,

და ამ ფერების მთელი დიდება

პატარა ლექსის თავდახრილ ყვავილს

დილის ცვარივით დაეკიდება. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen