კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:10
Advertisement

 

 

 

გზით დაგასვენეს სამრეკლოს ჩრდილში,

ზარების ზარი ძლივსღა გაგიშვებს.

ლაფებზე ვიღაც გაივლის დილით

და წაიკითხავს ჩვენზე აფიშებს.

იქ, როდი ვიცი, რა ეწერება,

მაგრამ ზეჰანი სტრიქონს დაასწრებს.

ორი შეშლილი ხვალ დაიწვება.

საწყლები თურმე მიწას გადასცდნენ.

მარტო სწევს კუბოს გიჟი პოეტი,

უკან ქარბუქი მიჰყვება ნელა.

მოდი, მივხედოთ, თუნდა დროებით.

სხვა არა იყოს, გზებზედაც ბნელა.

მე კი არავინ არ მიპატრონებს.

შენ შემიბრალებ, ძმაო ქარბუქო,

ძვლებს ძირს გადაყრი, გულს დაიტოვებ,

რომ სვლა როგორმე შემიმსუბუქო.

ასე ვატარებ შენს ცხედარს დიდხანს,

რა ვქნა, პოეტმა ამოგიჩემა.

იქ სად შევხვდებით მიწას ან თიხნარს,

სამყაროები შორს, შორს დაგვრჩება.

ჩვენი თვალები აქ, ღრუბლის ზევით

ჩვენ დაგვიწყებენ ძებნას სივრცეში,

მიწიდან ვიღაც აჰყვირებს გზნებით:

ისინი მოჰყვნენ დიდ განსაცდელში!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen