კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 08:02

 

 

 

ალბათ იყიდი კაბას ძვირიანს, -

ვიცი: ალილო რომ გახალისებს.

მე კი უბედურს, ვით ლოთს წვირიანს -

ვერვინ მაშორებს თვალზე ალიზებს.

მომიტანს სიზმრებს თეთრი ბაღებით -

ქრისტეს ბავშობა და ნაზი ნირი,

ვატყობ: მოვკვდები მე გაბახებით

როგორც შეშლილი მოხუცი ლირი.

გავყიდი ბეჭედს შენგან ნაბედებს,

თუმცა უშენოდ არ გამეძლება,

ო, ღვთისმშობელი ხიფათს მაფეთებს

- მას ჩემს სატირლად მუდამ ეცლება.

როცა სურნელ თმებს ფრთხილად იკეთებ

ვით ღმერთის სარძლოს გშვენის მირონი,

ჩემთვის სამოთხე კვლავ იკეტება,

მტანჯავს ფიქრები უნაპირონი.

დამჩემდა ნირად ნატვრა ზარმაცის, -

თეთრი გიორგის შემშურს მერანი.

მაგრამ მაშინებს ოხვრა არმაზის, -

მოსჩანს ქვეყანა ძველი, ვერანი.

ანგელოზ რითმებს ვეძებ ვით იღბალს,-

და საოცნებოდ კიდევ შემფერი,

ვწუხვარ: როს კატა ყურით პირს იბანს,

რადგან გიყვარდა შენ დეკემბერი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen