კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:39
Advertisement

 

 

 

ვერ ველევი უშნო ჩვევას

მე ვგულისხმობ სმას და წევას

ყველაფერი იქით მიმყავს,

ბედი ალბათ მწარედ მირტყამს.

ლექსად ვამბობ მართალ სიტყვას

სათქმელი ხომ უნდა ითქვას

შემეყარა მძიმე სენი

ჭაჭა გახდა ჩემთვის წვენი.

მაგრამ (თუმცა არ ვარ ბრძენი)

რა ლექსები მოგიძღვენი!

ვეტანები ინდურ კანაფს

მირჩევნია მჟავე მანავს.

ვეტრფი ლიას, მაკას, ნანას

თან არ ვმალავ მათთან ამას

მე არ მიყვარს ტაშის დაკვრა,

სხვის ქალისთვის თვალის ჩაკვრა.

ჩემში არ ზის სუსტის ჩაგვრა

არ დამიცავს გალი, გაგრა

ვარ ჩვეული დიდხანს ლოდინს

არ ამყოლი კარნახს მოდის.

ოცდამეერთე კი მოდის

დროის ფასს ვისწავლი როდის?

მშვიდობისა არ ვარ მტრედი

ვიღაც ამბობს რომ მჭირს რეტი.

დღეს მოვწიე რა ვთქვა მეტი

რვა კოლოფი სიგარეტი

რა დღეშია ნიკოს ტვინი

ცხენს კლავს წვეთი ნიკოტინი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen