კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:39
Advertisement

 

 

 

ქარი ასხლტა ურასავით

ცაზე მკერდის დასახლელად,

კლდეკარები ურაზავი

მძლავრი ფრთებით გადაქელა.


გახელდა და არიალდა

მუხლში იგრძნო მთათა ძალა,

აიწყვიტა დარიალთან,

ზღვის კიდემდე ფრთა გაშალა.


შემოჯარა ჯერ ღრუბლები,

მეხი იხმო თანატოლად,

მწვერვალები ხელუხლები

ნარისხვალმა გადატორა.


ზღვის ტალღები განაშოტი

ასხლტნენ მისი შეკარებით;

- წამოსულა ქარაშოტი

ჩაუკეტავს კლდეკარები.


თურმე რისხვით არიალდა,

მუხლში იგრძნო მთათა ძალა,

აწყვეტილმა დარიალთან

ზღვის კიდესთან ფრთა გაშალა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen