კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 11:13
Advertisement

 

 

 

უილაჯო, ფიქრებში გახვეული,

დავწანწალებ, როგორც ქუჩის ირაო;

სიმშილი მკლავს, აღარ მომდევს სხეული,

ვის მივმართო, ვის რა დაუგირაო.

ერთად ერთი ჩემი ავლა-დიდება

ლექსებია (ვფიცავ პატიოსნებას);

მაგრამ იგი ფულზე არ იყიდება

და საკვებად მრჩება ისევ ოცნება.

ნუღარ ოხრავ, სულო ჩემო, იხარე,

დღეს სადილად ლხინში ვართ მიწვეული;

რაც დაგაკლდა ჟინი ერთად იყარე, -

შენ იქნები თამადად არჩეული.

მხოლოდ ფრთხილად, ღვინოს არ დაეძალო,

(რას იცინი, მე კი არ გეხუმრები)

დინჯად იყავ, არავის აეშალო,

შენებურად არ დალანძღო სტუმრები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen