კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:55
Advertisement

 

 

 

როგორ გაგიმეტებ!

როგორ შეგელევი!

გულმა გული იცნო,

გული მოგეთვისა.

დადის სიყვარული

აღმაშენებელი

ბრუნავს ჩემს ყანაში

თვალი მოკეთისა.

მხარი საიმედო,

ძმაო, მეგობარო,

ბევრჯერ მომაშველე,

ბევრჯერ დამიყრდენი,

ერთი კერა გვანთებს,

ერთი მტერ-მოყვარე

და ცას ეხლებიან

ჩვენი კარიბჭენი.

ერთად გაგვივლია,

სიმწრით გაგვივლია

დამწვარი ქალაქი,

ნათესი, ნახნავი.

ჩემი ტკივილია,

შენი ტკივილია

ათასი საძმო თუ

უცნობი საფლავი.

რა გზებს და გზაწვრილებს,

რა ქარ-ცეცხლს გამოვცდით,

ჰა, ხემ სიკეთისა

ნაყოფიც მოისხა,

გუგუნებს, გრიალებს

ეს წელი სამოცი,

სიმღერა სიმართლის

და ჩვენი ძმობისა...

ერთად შეგვიტკბია,

ერთად შეგვიგნია:

ვთესოთ შრომის მადლი,

სხვისი არ ვინდომოთ,

ერთი ფუძე გვაქვს და

ერთი რელიგია:

"ძმობა და სიმართლე,

ფიქრი სამშვიდობო!"

მე ვერ შეგელევი, 

შენ ვერ შემელევი,

გულმა გული იცნო,

ძმურად მიეთვის

დადის სიყვარული

აღმაშენებელი,

დადის ჩევნს მიწაზე

შუქად სიკეთისა.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen