კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 03:08
Advertisement

 

 

 

სიყვარული? - ხურავს!

სიძულვილი - ტეხავს! -

სიძულვილი ბადებს

წიწამურს და ტეხასს...

გიყვარდეთ და გწამდეთ! -

გევედრებით ყველას! -

ტარიკოს და სანდროს,

ანანოს და ეკას!...

სიძულვილი - ტეხავს! 

სიყვარული - ხურავს!

ხედავთ? - აქეთ - თამარს,

იქით - დიდ მოურავს!

პატარა კახს... დიდგორს...

ვაჟას იას, დეკას...

სიყვარული - ხურავს...

სიძულვილი - ტეხავს...

სიძულვილს არც ძმა ჰყავს 

და არც ძუძუმტე ჰყავს...

არ გადაშლის ოთხთავს... 

ყურს არ უგდებს ყურანს...

სიძულვილი - ყრუა! 

სიძულვილი - ტეხავს...

სიყვარული ბრმაა! 

სიყვარული - ხურავს...

ხედავთ? - ნეფერტიტის 

უცხო თავსაბურავს!

ხედავ? - თუში ქალის 

ცრემლით ნაქსოვ თექას!

არა თრობა არ ჯობს 

მიჯნურობის ბურანს! -

სიყვარული - ხურავს!

სიძულვილი - ტეხავს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen