კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:53
Advertisement

 

 

 

ვიდრე საავდრო ღრუბლებს ავშლიდე

და აფეთქდება ვიდრე სურვილი,

შენ მოხვალ ჩემთან, 

რომ დამამშვიდო,

შენ მოხვალ ჩემთან სასწაულივით.

მე განა ვიტყვი: აჰა, მოვიდა,

ასე უდროოდ... 

ასე უდროოდ...

მოხვალ თოვლივით და თან მოიტან

დიდ სითეთრესა და სიმყუდროვეს.

შენ მოხვალ, 

როგორც ზამთარი დიდი

და თან თოვლივით თბილი იქნები

და, როგორც ნაძვის მოლურჯო ჩრდილი,

თეთრ თოვლზე უხმოდ გადმოვიხრები.

მერე ითოვოს, 

კიდევ ითოვოს,

ჩრდილს ვერ დაფარავს თოვლის ფიფქები.

მე მინდა ასე: შენ დაგიტოვო

ჩემი სურვილი... 

ჩემი ფიქრები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen