კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 00:32
Advertisement

 

 

 

ავირჩიოთ ერთ-ერთი ან სიფხიზლე ან ძილი

გასაღები სამოთხის რადგან სხვას აბარია

სიკვდილამდე სიცოცხლის არ მოკლდება მანძილი

მოკვდავისთვის რომელიც ძნელად დასაფარია.


მუხთალია სოფელი სულს რომ მიუდაბურებს

ვეღარც ადგილს ვპოულობ გავრბივარ და ვეცემი

უსარგებლო ფუსფუსი ცხოვრებასთან მამდურებს

გარს კი შემომხვევიან გარეული მხეცები.


აღარასდროს თავდება მათი ურცხვი ნავარდი

ვინმემ კბილი გამომკრას არის მეტად ადვილი

ღმერთო, შენ დამიფარე, ეს რა დღეში ჩავვარდი

გადარბენა კი არა, სიგიჟეა ნამდვილი.


მზის შუქისგან დაღლილმა შვება ვპოვე მთვარეში

შუბლს რომ ეფინებიან მისი ვერცხლის ისრები

მერე როცა შევცურავ ოცნებათა მხარეში

თვალებს ოდნავ მოვხუჭავ და შენ დამესიზმრები.


მალე ღამეც გაივლის მოვა დილა ცისმარი

ფიქრის ძაფზე იმედი მძივად ამეკინძება

ნუთუ მართლა ცხოვრება ჩემი არის სიზმარი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen