კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:14
Advertisement

 

 

 

წვეულება და სადილი,

რუსთველთან გახლავთ - "ხადილი".

მოკვდა ის ძველი ნადიმი,

არცა ვინმეს აქვს წადილი.

გადამხდელი ვარ ხარჯისა,

რუსთველი ბრძანებს, - "ხარაჯას",

აჰა, ეს მძივი მარჯნისა,

აჰა, ეს ჩემი ფარაჯა.

თუმცა ღარიბი კაცი ვარ,

წამართვი, რაიც გინდოდეს,

მე შენნაირებს გავცლივარ,

მე სიღარიბე ცით მომდევს.

მე მარად ჩემი მღვიმე მაქვს

და ჩემი გამოქვაბული,

აბა, თქვი, რა ეღირება

ეს ჩემი ძველი "ფრანგული".

რა ღირს და, ჩემი სიცოცხლე, -

იმ თავის ქარქაშიანა,

ჰოდა, სიცოცხლეს ვინ მომცემს, -

ტანშიაც გამაჟრიალა.

დავრჩები მე ჩემს "ფრანგულთან",

შორს კი არაა, აქვეა,

სულ ახალ რამეს ჩავუთქვამ,

რაც უქარქაშოს საქმეა.

ჩავუთქვამ ჩუმად ყოფნასა,

რაიც ქართველთა წესია,

მიწაზე, ღმერთის ტოლფასად,

დადის ქართველი "მესია".


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen