კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:58
Advertisement

 

 

 

გაზაფხულის ცა მხურავს,

ვხედავ იას სამყურას,

ვდგავარ,

გელი,

ვაბოლებ

და ვუღიმი სამყაროს.

ახლა წვიმს და ბაბუა

სახლში უხმობს ბადიშებს,

სველი ძეწნა ღაბუა 

მოლაღურებს პატიჟებს.

წვიმა აწვიმს შხაპუნა ვაზის ლორთქო ბაბილოს,

სიო ჩინარს ეხვევა და იმ ხვევნას არ მალავს,

მე კი ვმალავ სიყვარულს, ვით მოსწავლე პაპიროსს,

და მე ახლა მარტო ვარ... მოლოდინის ამარა.

და მგონია დღეები უეცრად როს წავლენ,

სიჭაბუკის დღეები უეცრად როს წავლენ,

ალბათ გაგვახსენდება ტკბილად მოგვაგონდება,

რომ ვმალავდით სიყვარულს ვით პაპიროსს მოსწავლე.

გაზაფხულის ცა მხურავს,

ვხედავ იას სამყურას,

ვდგავარ,

გელი,

ვეწევი

და ვუღიმი სამყაროს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen