კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:54
Advertisement

 

 

 

როს შენზე ფიქრი მე მეწვევა სიამის მფენი,

როს მთვარის სხივი მთის მწვერვალზე ახავერდდება, -

ფარულ ოცნებით ჩემი გრძნობა გაივარდება,

შენ გეტრფი მარად, შენ დაგეძებ ცრემლების დენით.

მიჰქრიან ძუნწად გადათვლილნი სიცოცხლის დღენი,

სადღაც უფსკრულში ჩემი გული კვნესით ვარდება...

ოდეს ვერ გიმზერ - სულში ისევ დამიღამდება,

თითქოს ჩემს ირგვლივ თვით ბნელეთმა აღმართა კლდენი.

გამოვეთიშე მყუდროებას და მოსვენებას,

ვხედავ - ჩამომრჩა სიჭაბუკე ცხოვრების გზაზე...

მაგრამ მე მაინც გემონები ციურ ჩვენებას.

ზოგჯერ ახლოს ხარ, - გულის სიმებს ვაწყობ შენს ხმაზე,

ზოგჯერ შორეთში ვეღარ გარჩევ შენი მდომელი,

და ისევ რჩები ჩემთვის მარად მიუწვდომელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen