კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 20:08

 

 

 

შენ უცებ გაჩნდი,

თოვლივით გაჩნდი

და შემაგებე ღიმილი სითბოდ,

შენ თითქოს ჩემში რაღაცა დაგრჩა

და წასაღებად მოხვედი თითქოს.

შენ უცებ გაჩნდი,

ლანდივით გაჩნდი

და დიდდებოდნენ ლანდები ხეთა,

მთების ნისლივით მაინც ვერ ამცდი,

შენ - ბრწყინვალებავ გარდასულ დღეთა.

და მოიტანე სხივი ულევი,

მანძილი შორი მიწიდან მზემდე,

ასე ჩნდებიან ნაკადულები,

დიდი თოვლის და წვიმების შემდეგ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen