კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 05:53
Advertisement

 

 

 

დახუჭე თვალი... წარმოიდგინე

მარადისობის მყარი კარიბჭე:

იქ სამყაროა შენზე მელოგინე,

და თუ თადარიგს წინ-წინ დაიჭერ -

შენ აღმოჩნდები საკუთარ თავში

გარდამავალი მთელში ნაწილი;

მოიცავ სივრცეს თამაშ-თამაშით

უფლის ნებასთან იყარო წილი.

მაშინ უბრალოდ - შენ გათოვლდები...

მაშინ უბრალოდ შენ გაწვიმდები...

და შენ იცხოვრებ ქვეყნის გოდებით

და შენ მოკვდები იმის იმედით,

რომ კვლავ შეიგრძნო სიცოცხლის არსში

თავად სიკვდილის გარდაცვალება:

შენ, სიცოცხლე და სიკვდილი მაშინ

იქნებით, როგორც ერთში სამება -

ვით სულიწმინდა, მამა და ძე ,

ვითარცა იყო, ვითარცა ითქვა:

წინ გასასვლელი დაგხვდება ძელი

და ყველა ერთად იქცევით სიტყვად.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen