კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:53
Advertisement

 

 

 

ტკბილად ჩამესმის ნანასავით ტყუილი, როცა

სიმართლე ყელში გაჩხერილი აღარ გადამდის...

ოღონდ თქვი რამე - ნუ იქნები მართალი ცამდი,

სიამოვნებით დავესწრები სიტყვების ხოცვას.

ჭეშმარიტებამ გვირგვინი ცრუს გადაულოცა.

ალბათ ცხოვრების სისასტიკეს მოსდგამს ადათი:

იყოს სულგრძელი, თუმცა მოკლე ფეხებით დადის -

ტანჯული სული რომ გარდაქმნას საამო ლოცვად!

მე კი არადა, გასუსული უფალიც ისმენს

მისგან გამოთლილ კლავესინზე დარხეულ სიმებს

და ნირვანაში გადასული სი-ბემოლიდან

უკან მიბრუნებს რიოშ ბგერებს კონტრაპუნქტებით...

გამართული აქვთ ტყუილ-მართალს ჩემში კორიდა,

და თუ სიცრუემ დამამარცხა- აღარ მოვკვდები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen