კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:21
Advertisement

 

 

 

უაზროდ მიყვარდა სიჩუმე ყოველთვის,

ეს გრძნობა სადღაც, სულ სხვაგან მრიყავს...

მე ვარ - ყველაზე უბრალო პოეტი... 

პოეტი, რომელსაც სიჩუმე მიყვარს...

მივყვები ბილიკებს, ფიქრებით სავსეს,

გულით ვატარებ ნაომარ რითმებს...

აქ, სადღაც ქრისტე, ჯვარს ჩემთვის აცვეს 

და ჩუმად, ახლაც ჩემს ცოდვებს ითმენს...

რითმებად შევკარი საშენო სიტყვები,

აღარ ვარ ისეთი, სხვა რომ ვერ ამჩნევდა

და მაინც, ცხოვრებას ჩუმად მივყვები,

ჩვევად კი ისევ, სიჩუმე დამჩემდა...

დამტოვე შიშველი სიჩუმის ამარა

და მაინც, ჩუმად ვეტრფი მაჟორებს...

გახსოვდე ისეთი, როგორიც ახლა ვარ

პოეტი, რომელსაც სიჩუმე გაშორებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen