კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 მარტი 2026 14:15

 

 

 

აკვნესდა ღამე. გაიფანტენ ცეცხლზე ძვალები;

არულს მოშორდა ტანჯვის ფიფქი, ღიმი ალბატროს;

ველი ჩაბარდა წითელ ფარჩებს დინჯი წვალებით

და თებერვალმა მთვარის სევდა გზებათ დაფატრა.

გვიშველის მოგვი, მან გამართა ცეცხლის ასული,

ღამის სიმამრი ცეცხლზე თბება ამაყ მაგებით;

იწვის ძველები, იწვი ძონძი უკან ფარული

ფარდის სხივებზე ელვარებენ ოქროს შპაგები,

და შავი პრიცი მონაზებით, თაბახ-კვარებით

ველს ასურნელებს რომ თხაროს ლამაზ ხათუნებს.

კივიან მთიდან მზის ჭინკები რუხ მზაკვარებით

და თებერვალის ჩქარი ცეცხლი ლოცვებს ადუნებს,

ცეცხლის მხედრები, ხმაურობენ ფოლად აღვირით,

გაქრა ოდები. უმძიმთ ტრფობა ქვიტკირის სახლებს.

ძრწიან გლახები, შეაშინებთ ცოდვა საყვირის,

კუდიანები მოგვძახიან ხელებს ნუ გვახლებს,

გაშრა ბილიკი, ქარვის ღელვა და ვნება ტუჩის;

ისმის ხმაური ჭინკებიდან "საშველი მოგვეც,,

იმსხვრევა რკინა, სპილენძები, თამაში თუჯი.

მზის შეჯიბრება გაიტაცებს ცისკენ თეთრ მოგვებს.

გრძელდება ღამე და მოგვები ქმნიან ამინდებს,

ფანტავს არული მარგალიტებს ქსოვილ ფერადებს;

მისი მწვერვალი გაგიჟდება რასაც ამინთებს.

არ იცის ღამემ, ვინ ჩააქრობს ცეცხლის კარადებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ