კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:15
Advertisement

 

 

 

იყო ფერდობზე ისლის

ასი ათასი სიმი.

ყავარს მალავდა ნისლი

და კამათლები წვიმის,

დაკისკისებდნენ, წვიმდა,

ბინდში ყვინთავდა სახლი

და მთელი ღამე გარეთ

ზღარბებს უყეფდა ძაღლი.

მუხლებს ულოკდა ღამეს

ნაკვერჩხალების გროვა

არ წყინდებოდა ქარებს...

და იწყებოდა თოვა...

 

* * * * * * * * * *

 

მინდვრად თვლემენ ძნები,

ქარი დააფრენს ბალახს,

ურმებს მოსდევენ გზები

ვერ იშორებენ ტალახს.

და ბინდის ქორი, მთებში,

ნისლის ბახალას მალავს.

ჯაფით მოხრილი მხრებში

ქოხში შემოდის მამა.

კვამლს ღველფზე ეწვის ფეხი

და იკრუნჩხება მწარედ.

ტყემ გადამალა მეხი,

ქარიც მოშორდა კარებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen