კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:01
Advertisement

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ათასწლეულად მეჩვენება დღე მისევდილი,

დედამიწაზე დავრჩი ოდეს უქალბატონოდ,

სხვა გზით მიმიხმობს, სურს სიცოცხლე უქმად დავტოვო

და ციერისკენ გავლივლივდე ნაცრისფერ დილით.

ვეღარ მაცდუნებს მიწა, თეთრი ქალის მკერდივით,

რომ ჩამჩურჩულებს: საკუთარ თავს ებრძვი რატომო,

ცრუა სოფელი, მოაყივნებს კაცთ საგვარტომოს,

მე კი ნათელში მსურს ვიხილო მისი მერდინი.

არ მეშინია წერა, მწერლის უგონო რისხვის,

მძიმე ტკივილით დალეწილი ვიგონებ უფლის

წამებულ სახეს: ვგრძნობ, თმენა და დუმილი მიხსნის,

შევყურებ სიკვდილს, წყვდიადივით მრუმეს და უგბილს,

რომელმაც დონნას გაუყინა ძარღვებში სისხლი

ვერ კი დაბინდა მისი სათნო და წყნარი შუბლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen