კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 09:44
Advertisement

 

მთარგმნელი: თეონა ბაღდავაძე

 

ნეტარი სული ნაზად ბრუნავს, ნაზად ციმციმებს,

მზეზე ნათელი, ნაკადულზე წყნარი და სუფთა,

აცოცხლებს სიტყვებს, ათრობს სურვილს და მიაქვს სულთან

თრთოლვა, რომელიც ვერ იქნა და ვერ მოვიცილე.

მე გიჭვრეტ წმინდას! შორს ქვითინი, ჭმუნვა, სიცივე,

მფეთქავ ბალახთა და იათა შორის რომ გსურდა

გასეირნება, ვით ანგელოსს, გიმზერდი მუდამ

და არა ვით ქალს, ო, ღვთაებრივ ძილით იძინე.

შენ დაუბრუნე მიწას ვალი, რომელმაც გშობა,

ზეცას-უხრწნელი მშვენება და ნათელი წმინდა,

მოგელამუნა ანგელოსი სანატრელ სტუმარს,

შენს სულთან ერთად განეტევა მიწიდან ტრფობა

და სათნოება, ჩამოიქცა მნათობი ციდან,

გატკბა სიკვდილი, გრილ წყვდიადში შევცურეთ ჩუმად.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen