კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:15
Advertisement

 

მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა

 

რათა სასჯელით აღვსილიყო ყველა სასმური,

შურისძიებით ბობოქრობდნენ მისი ალები,

როგორც ჩუბინი, მიმიზნებდა გა-ცა-მალებით,

ისრების კონით მომღიმარი იდგა ამური.

სად მქონდა ძალი წინაღდგომის, მწვავდა ალმური,

ერთი კი, თავის დაცვა მსურდა ოდენ თვალებით

და მე ეული, უთვისტომო, ნაწანწალები,

იქვე დავეცი სიყვარულით ლახვარდასმული.

გულმა კი შიშით გაქცევა და ლტოლვა არჩია,

უიმედობამ სიმამაცეს გადამაჩვია,

არც ღონე იყო და სიმშვიდეს არ მაზიარა,

მინდოდა მთებში გახიზვნა და ჩუმი ნუგეში,

შორს წამებისგან, დავანება სიმსუბუქეში,

მაგრამ ვერ შევძელ, არ გამთელდა ტრფობის იარა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen