კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 07:38
Advertisement

 

 

 

დამანახე ეგ თვალები როგორ ბრწყინავს,

გოგო წვიმას მოერიდე დაგასველებს,

მოგონება იარსებებს, არ გამწირავს,

ჩემს სიყვარულს სიძულვილით გაგახსენებს.

გამქცევიხარ, რომ როგორმე მოგიხელთო,

მოგდევ, ფეხქვეშ ავაბდღვირე გზა და შარა,

ვყვირი, ვცდილობ რომ როგორმე მოგახედო,

დაგანახო ოცნების ზღვა არ დამშრალა.

სიჭარმაგემ ყველაფერი დამავიწყა,

შენ ერთი ვერ დაგივიწყე, მაგონდები,

რა პატარა მეჩვენება დედამიწა,

სიგარეტის კვამლივით ვარ, ავბოლდები.

დამანახე ეგ თვალები როგორ ბრწყინავს,

ცრემლის წვიმას შეუძლია დაგასველოს,

ერთად-ერთი მოგონება არ გამწირავს,

ისევ შეძლებს ჩემი თავი გაგახსენოს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen