კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:11
Advertisement

 

 

 

დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,

შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,

შემომაძარცვე ავბედითი მელანქოლია,

თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა, ოღონდ თეთრი მოსაწყენია,

სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო,

ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს.

დახატე სივრცე, ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.

მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით,

იქნებ მიმოზა დამიხატო სალათისფერი

თეთრი ზამთარი? მე აღარ მახსოვს ეს იყო ძველად...

შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.

დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი,

ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია,

ზღვაც დამიხატე, ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,

მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია.

დახატე ქალი, საქალეთი შეცვალე თუ გსურს...

უყოველგვარო დამცირებით, უმასკარადოდ,

ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,

ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen