კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:41
Advertisement

 

 

 

ლადოს სული უკაწკაწებს,

ლიმონათი სწყურია,

ნაკლულ ჭიქას ხელს არ ჰკიდებს,

მხრები აუწურია.

- რა ყოფილა?

- წუნია!


რეზო სცემდა თინას,

სუსტს და პაწაწინას,

დაინახა ბენომ,

მოარიდა თვალი.

რა ყოფილა?

- მხდალი!


ნია ქეთოს პირში აქებს,

წამოიწყებს ტიტინს,

მერმე მის ძვირს ლაპარაკობს,

ვისთანაც კი მიდის.

- რა ყოფილა?

- ფლიდი!


ცეროდენა დომენტის

რვეული აქვს თორმეტი.

თვითონ ორი დაიტოვა,

უსახსოვრა პელოს ათი.

- რა ყოფილა?

- ბედოვლათი!


სოკო მოვკრიფე ბევრიო, -

ბადრიმ ქვეყანა შეყარა;

მივედით, ვნახეთ, კალათში

სულ შვიდი ცალი ეყარა.

- რა ყოფილა?

- მკვეხარა!


კახას ათი ვაშლი ჰქონდა,

ერთი ვაშლი მისცა როდამს,

მხოლოდ ერთი ამყოფინა,

ისე როგორც უწინ.

- რა ყოფილა?

- ძუნწი!


დღეს ბებიამ შვილიშვილებს

მოუტანა ათი ბაბთა.

ქეთომ შვიდი აირჩია

და ლამაზად დაკეცა.

- რა ყოფილა?

თავკერძა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen