კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 19:55
Advertisement

 

 

 

და ვიდრე მართლა მოხვალ ამქვეყნად,

ჯერ უნდა მხოლოდ სიზმრებში მდიო.

მე სევდიანად გპირდები ახლაც:

მოხვალ, სიცოცხლეს გაჩუქებ, გიო!


გიო! თვალები ღამეებს ათევს...

გიო! ხელები ლოდინით დაჭკნა.

შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი.

შენ უნდა ნახო მთიანი რაჭა.


შენ უნდა გქონდეს მამის თვალები.

შენ უნდა გქონდეს შუბლი მამისა...

მე შენს სიცოცხლეს მოვეძალები

და გულისკოვზთან თრთოლვით ჩაგისვამ.


რათა შენს მაჯას მივცე სათავე,

რაა მიწიერ ტანჯვის ატანა?

არარაობის ქარში ტანტალი კმარა!

გეყოფა, ჩემო პატარა...


ვარ დედა

- ვდგავარ საწუთროს გზებზე,

ხარ შვილი

- მმართებს მარადის გდიო:

თვალებს ვიჩრდილებ, გიხმობ და გეძებ.

გიო! გიოო!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen