კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:45
Advertisement

 

 

 

 არც ერთი სიტყვა არ დამცდენია 

 მხოლოდ იმისთვის, რომ ლექსი მეთქვა, - 

 როცა პწკარები პწკარებს სდევნიან, 

 საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.


 მაინც თუ ვერ ვთქვი, რასაც ვესწრაფი, 

 მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს, 

 ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი 

 და გული იკვლევს ლექსის ამინდებს.


 გაგიგონიათ, ჩემო კარგებო, 

 რომ სიყვარული ძალით არ მოვა, 

 სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება, 

 თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა.


 სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია, 

 იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს, 

 და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია, 

 მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.


 ლექსი ლექსია, მაგრამ იმატებს, 

 თუ სიყვარულის ბოლმა გამურა, 

 თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს, 

 დაუტაცია ხალხს სალამურად.


 მე მეჩვენება, რომ ლექსის ძაფი 

 უძილო ღამეს ხელში ეკავა; 

 მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით 

 და მოვარდება ლექსი წელკავად.


 გადაიარა და გადათელა, 

 როგორ კალია გათელავს ყანას, 

 მერე დაენთო თაფლის სანთელად, 

 რომ გაანათოს მთელი ქვეყანა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen