კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:48
Advertisement

 

 

 

საკმარისია, დაიწყოს თოვა,

ო, ყველაფერი ისე იწყება,

როგორც პირველი შეგრძნებით თრობა,

როგორც პირველი გამოფხიზლება.


იწყება, როგორც გზნება გზნებათა,

როგორც პირველი აზრის ძიება,

როგორც პირველი შეცოდება და

როგორც პირველი მონანიება.


ისევ ამოჰქუხს ცეცხლი გულიდან,

ისევ იწყება თრთოლა სულისა,

როგორც პირველი სიყვარული და

პირველი ხილვა სასწაულისა!


ისევ იწყება არსის აღმომჩენ

ფიქრის ფარფატი... სად არის ბოლო...

საკმარისია, ისევ გამოჩნდე,

საკმარისია, გამოჩნდე მხოლოდ! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen