კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:52
Advertisement

 

 

 

 ვისაც ვუყვარდი, ან ვინც მიყვარდა,

 დიდი ხანია მიწას მიბარდა,

 ვისაც მოვწონდი ან ვინც მომწონდა

 ახლა მიგონებს სულ სხვა კოცონთან.


 წასულან ჩემი გაზაფხულები,

 სულ ჩიტებივით გადაფრენილან

 და ძველ ადგილთა მონახულება

 ტკივილის გარდა არაფერია.


 ასეთი განცდა, განცდა უჩვევი

 სწორედ იმნაირ წუთებს მაგონებს -

 ტკივილს ტკივილით რომ იყუჩებენ

 და სიმწრის გემო რომ სიამოვნებთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen