დიდი ხანია
აღარ გწერ წერილს.
მწველის და მკვლელის,
სულშემხუთავის,
სულშემხუთავის
მეშინის ძველის...
მაგრამ ვინ იცის,
ვინ უწყის ლელის,
ხორშაკთა შინა
უწყლობით ხმელის?!
შეტორტმანებას
ქართაგან მძლავრთა
ეჰა, თუ თვითონ
ხელახლა ელის!
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა