კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:54
Advertisement

 

 

 

რაფაზე ეგდო ხმელი ფოთოლი

და ალბათ ქარსაც არ ახსოვდა,

რას შეაწყვიტა,

ძველ კონვერტს ჰგავდა,

გაუხსნელად დარჩენილ ბარათს...

ჭადრების მწკრივი,

სანთლებივით 

ჩამოღვენთილი,

მიუყვებოდა

ნაცრისფერ

ქუჩას...

და ქოლგის ქოხში

შეყუჟული

მოხუცი ქალიც

მიფარფატებდა,

როგორც ფოთოლი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen