კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:42
Advertisement

 

 

 

ცისფერი ცრემლი დაიკარგა,

უანკარესი,

დაეძებს ყველა,

ქარი ჩადგა,

დაცხრა არესი.


ცრემლების მეტი რა გვინახავს,

მაგრამ ასეთი -

ათასში ერთი თუ იქნება -

მეათასედი.


ცისფერი ცრემლი მოიტაცეს -

ანდამატისა,

მანე და მონე რას მიქვია,

ანდა - მატისი.


ცოცხალი ცრემლი მოიტაცეს -

ცრემლთა მიზეზი,

უნამდვილესი,

უმანესი,

უმატისესი.


აქეთ რას ეძებთ?

მიაბრუნეთ ყველა კარეტა!

ლუვრის კარებთან დაელოდეთ,

ლუვრის კარებთან!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen