კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 00:10
Advertisement

 

 

 

ეს ტყვე, ეს მდინარე,

ალეწილი მთები,

ეს ვერხვი მტირალა

და ეს ნაპრალები,

ეს ფიჭვი ნაზარდა,

მთა - ველური დევი

მისთვის შემიყვარდა,

მიტომ მივენდევი,

შენს თავს მაგონებენ

მცირე წვრილმანებში,

ფიქრნი მაღონებენ

გაძევებულს ტყეში.

მინდა დაგივიწყო,

არ ხერხდება... არა,

სადაც უნდა ვიყო,

დამდევ მაწანწალა.

მხოლოდ მთებში ვპოვე

ფიქრთა დასაკეცი,

რისთვის მიმატოვე,

რისთვის გამექეცი?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen