კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:05
Advertisement

 

 

 

 გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე

 ამბავი მოხდა უმაგალითო:

 ქალი მისულა უყელსაბამო,

 უბრილიანტო, უმარგალიტო,

 უმანქანო და უმდიდრულქურქო,

 უსაყურო და უსამაჯურო,

 უქმრო, უშვილო და უღიმილო,

 უჯამაგირო, უსამსახურო...

 მისულა ქალი მაღალ დარბაზში

 და არხეინი შეძრულა ხალხი:

 ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში

 კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.

 მერე ისეთი რამე მომხდარა,

 კინაღამ ყველა გადარეულა:

 ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია

 და ცრემლი კაცად გადაქცეულა.

 ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა

 და კაცის მკერდზე დაუდევს თავი...

 ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი

 და კაცსაც სცმია სამოსი შავი.

 გაშეშებული მდგარა სუყველა...

 გაშტერებოდა სუყველას თვალი,

 ლამაზი იყო სანახაობა:

 როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.

 ისე ლამაზი, ისე ლამაზი. 

 წამოუვიდა ყველას ცრემლები...

 გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა

 აყვავებული თეთრად ტყემლები...

 და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში

 ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი...

 ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული

 უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი...


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen