კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:49
Advertisement

 

 

 

აჰა, უკვე აპრილდება,

თქორი ცერად ცრის; 

ლამაზია ატირება 

გაზაფხულის ცის.


მზე პირს იბანს და წყურვილი 

გახრჩობს მთელი დღის,

ცისარტყელას ნაწურივით 

თვალზე ცრემლი გდის.


რა გაღონებს? აპრილდება, 

კვირტი პენტავს ფიფქს, 

გირჩევნია ატირება 

მაგ საზარელ ფიქრს.


მღვრიე თვალებს რას აცეცებ? 

რას აპირებ? სდექ! 

თავად მოვა, რასაც ეძებ, 

ხვალ თუ არა - ზეგ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •   ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen