კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:59
Advertisement

 

 

 

სრულყოფილი სილამაზის ხილვა

ყოველთვის ტკივილს იწვევს.

სომერსეტ მოემი


შენმა თვალებმა შემომღიმილა

და მე ვარ ახლა შენი ნათლია,

ხელშეუხები შენ ხარ გვირილა,

ო, ამ სიტყვებში რა სინათლეა!


დაგინახე და უეცრად შევკრთი,

შენი თვალები ჩემი სარკეა!..

თოვლი თეთრია, შენსავით თეთრი,

მაგრამ თოვლს შენი სითბო აკლია!


მოხველ ტკივილად და გაოგნებად,

მზედ - შეღამების, ჩუმად რომ იწვის...

დაბინდულია შენით გონება,

არ მითხრა ახლა, რატომ და რისთვის.


ასეა, ასე! შენ ჯადოსნური

ხიბლი მოგმადლა ჯილდოდ უფალმა,

ბევრიც ეცადო, შენსა მოსურნეს

მშვენიერებას ვერ დაუფარავ!


ზმანება შენი თეთრი სხეულის

ტანში დამივლის, ვით ჟრუანტელი,

იდუმალებით გარემოცული

უშენოდ ბნელი არის ნათელიც!


ვინ ამიყვავოს ზეცა ოცნების,

როცა არვისგან მოველი საშველს...

ტკბილ ოცნებებში დაიკოცნები,

რომ ჩემში მუდამ წმინდანად დარჩე!


როს თვალი გკიდე, გულის სწორფერო,

ვიგრძენ, დავკარგე თავისუფლება,

მე მხოლოდ შორით უნდა გეფერო,

შენი მოწყვეტის არ მაქვს უფლება!


და გულმაც დარდი ვერ მოიცილა,

სულს ვერ შეღებავ მზის აკვარელით,

შენა ხარ ჩემი თეთრი გვირილა,

მიუწვდომელი და საყვარელი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen